

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი თანამშრომლები დღეს დაინიშნებიან, - ამის შესახებ ,,გორის მაცნესთან“ მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.
თავზარაშვილის ინფორმაციით, ახალი თანამშრომლები კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით შეარჩია.
,,მოგეხსენებათ, მერის ორი მოადგილის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტური იყო. აღნიშნულ პოზიციებზე დღეს მოხდება დანიშვნა. შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე უკვე შევარჩიე კადრები, ესენი გახლავთ თამაზ შიოშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი. ბუნებრივია, თითოეულ მათგანთან არაერთი შეხვედრა მქონდა, გავითვალისწინე რეკომენდაციებიც და ამგვარი გადაწყვეტილება მივიღე მათი გამოცდილების, კვალიფიკაციის და ხედვების გათვალისწინებით, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად წაადგება მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი