

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ კარალეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანი მამაკაცია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანეს. კლინიკის პასუხისმგებელი ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, სამივე პაციენტს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა.
გორიდან სოფელ დიცის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო შეეჯახა.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს