

ისრაელში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 169 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო თვეების განმავლობაში.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ორშაბათიდან დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ მოითხოვს, საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ 12-15 წლის ასაკის პირებში ვაქცინაციის რეკომენდაცია გასცა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი