

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალი გორელია. ავარიის დროს, 45 წლის შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე დაიღუპნენ. შორენა ყასუმაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიდანაა. გარდაცვალებამდე იგი ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსში“ მუშაობდა კორექტორის პოზიციაზე.
ცოტნე დადიანის ქუჩაზე გუშინ საღამოს ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რა დროსაც ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი - დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები და მკურნალობის კურსს გადიან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს