

გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული 40 წელს გადაცილებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა.
კლინიკის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში პოლიტრავმით შეიყვანეს, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც გადაუდებელი კვლევების პარალელურად, რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის