გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მე-100 შეხვედრა დღეს გაიმართება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს და 99-ე შეხვედრიდან დღემდე, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს დააყენებენ განსახილველად.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდტიც.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს