დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება ,,სინოვაკის" ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
,,სინოვაკის" მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.
შეგახსენებთ, 1-ელ ივნისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,სინოვაკის" ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გამოყენების ავტორიზაცია მისცა.
,,სინოვაკის" ვაქცინა, ტრადიციული მეთოდით დამზადებული ინაქტივირებული ვაქცინაა.