

ქართველი სამხედროების შვილებისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„დათა პაპას სტიპენდიის კვალად, გმირის ოჯახთან შეთანხმებით, ჩვენი ფონდი („გურული ღიურების ფონდი“) გიორგი ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დააწესებს, რომელსაც პერიოდულად, ქართველი სამხედროების შვილები მიიღებენ“, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ „გურული ღიურების ფონდმა“ დათა პაპას სახელობის სტიპენდია მარტში, დათა ვანიშვილის გარდაცვალების შემდეგ დააწესა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვისაა გათვალისწინებული.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი