ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში იმყოფებიან.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია უსაფრთხოების მხრივ შექმნილ სიტუაციაზე და ყურადღება გაამახვილეს ე.წ. ბორდერიზაციაზე, მავთულხლართებზე, სამეთვალყურეო საგუშაგოებსა და „სასაზღვრო ნიშნებზე“.
ამერიკელ სენატორებს, რომლებიც საქართველოს დღეს ესტუმრნენ, გამყოფ ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი დახვდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს