

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ქვეითი ბიჭი დაშავდა. მოზარდს ქალაქის ცენტრში, სუპერმარკეტ ,,კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტს გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგეგმება დაშავებულის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს