სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი გაუჩინარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ტინისხიდის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში გოგონას ფოტოსურათთან ერთად ავრცელებს და მოზარდის ადგილსამყოფელის დასადგენად საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„31 მაისს, წმინდა წყლის ტერიტორიიდან დაიკარგა სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი თეო ლურსმანაშვილი.
ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით პოლიციას ან მოგვწერეთ“, - აღნიშნულია ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.