დღეიდან, რესტორნები მომხმარებელთა მიღებას როგორც ღია, ასევე, დახურულ სივრცეშიც შეძლებენ, - აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
შეგახსენებთ, პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, რესტორნები ჯერ სრულად დაიკეტა, შემდგომ კი, ფუნქციონირების უფლება უქმეების გარდა სხვა დღეებში მიეცათ, მოგვიანებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას მომხმარებელთა მიღება მხოლოდ ღია სივრცეში დაეშვა.
საკოორდინაციო საბჭოს ამჟამინდელი გადაწყვეტილებით კი, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.