უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან რესტორნები მომხმარებელთა მიღებას როგორც ღია, ასევე, დახურულ სივრცეშიც შეძლებენ, - აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, შაბათ-კვირას, სტუმრები მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება. მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები მიიღონ როგორც ღია, ასევე, დახურულ სივრცეშიც“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.