საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერებს, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული და ამ მიწის გამოსყიდვა სურთ, გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ. GMnews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები, დროებით სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.
„სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, დღეისთვის, უკვე 439 მოიჯარის განაცხადია შესული და შესაბამისი შეთავაზებები მათთვის ახალი წესით გაკეთდება.
ამ გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას“, - აცხადებენ უწყებაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არანაკლებ 2000 მოიჯარეს შეეხება.