

ატენის თემში შემავალ სოფლებში, სადაც უხვი ნალექის შედეგად გუშინ სერიოზული პრობლემები შეიქმნა, მიწისა და ქვა-ღორღისგან გზების წმენდა დღესაც გრძელდება.
„შლამისა და ნაშალისგან სუფთავდება ატენის საავტომობილო გზის ნაპირები. რაც შეეხება გზის სავალ ნაწილს, გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ, გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაიწმინდა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა", - განაცხადეს მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, უხვი ნალექის შედეგად, გუშინ, 9 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, მთიდან ქვა - ღორღი ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა, აღნიშნულის გარდა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და რამდენიმე სახლში მთიდან წამოსული ნიაღვარი შევარდა.
387 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს