უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება.
„სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე“, - განაცხადა ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა გადადგამს, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზით იქნება განპირობებული.
შეგახსენებთ, უქმე დღები 4-11 მაისის პერიოდში გამოცხადდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს