დღეიდან 10 დღის განმავლობაში, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბწომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც, ასევე მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.
კვლავ ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს