თბილისის დროით 14:55 საათზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მაცხოვრის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ.
ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
მართლმადიდებელი სამყარო კვირას, 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს