ხუთშაბათს, 29 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის მერია და „ჩვენი ქალაქის ოქროს ფონდი“ დაინტერესებულ საზოგადოებას ერმილე მაღრაძის მონოგრაფიის პრეზენტაციაზე ეპატიჟება. ღონისძიება ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში გაიმართება.
ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგი და ოსტატი, რომელმაც შუა საუკუნეების ტექნოლოგიების საფუძვლიან და მეცნიერულ კვლევას ოცდაათ წელზე მეტი შეალია, საზოგადოებას წარუდგენს ნაშრომს, სახელწოდებით - „ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით“ .
GMnews-ის ინფორმაციით, მონოგრაფიის პრეზენტაცია 16:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს