საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირის შაბათიდან იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და 3-დან 12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იზღუდება საფლავებზე გასვლა, შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, ჩაიკეტება სასაფლაოებზე მისასვლელი გზებიც.
რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ 1 დღით - 1-ლი მაისის 23:00-სთ-დან 2 მაისის 04:00 სთ-მდე არ იმოქმედებს. სხვა დღეებში კვლავ ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი