23, 24 და 25 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
დღეს, 23 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში, ნავარაუდევია მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს. მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი 6-8 მ/წ.
რაც შეეხება მომდევნო ორ დღეს, 24 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, პერიოდულად მცირე ღრუბლიანობა და ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება. 25 აპრილს კი, ასევე ნაწილობრივ ღრუბლიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. 25 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარიც 6-9 მ/წ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 აპრილს გორში კვლავ ნალექია ნავარაუდევი.