

სოფელ ახალდაბაში 47 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამჟამად არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ვ.მ-ს ცეცხლნასროლი დაზიანება სავარაუდოდ სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, პაატა კოკაურის ინფორმაციით, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და სამართალდამცავები სემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი