

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, ოქტომბრის განმავლობაში გორს 57 845 ვიზიტორი ეწვია. შიდა ქართლის რეგიონით გასულ თვეში ყველაზე მეტად პოლონელი, რუსი, ებრაელი, გერმანელი, უკრაინელი და ჩინელი ტურისტები დაინტერესდნენ.
როგორც GMnews-თან საუბრისას გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორებმა განაცხადეს, ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ჯერ კიდევ ტურისტული სეზონის ბუმია, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით გაგრძელდება.
„რაც შეეხება მიზეზს, რომლის გამოც ამა თუ იმ ქვეყნიდან დამთვალიერებლების დიდი ნაკადი გვსტუმრობს, გეტყვით, რომ ამ ფაქტორს ძირითადად მომხმარებლებისთვის უცხოური ტურისტული კომპანიების შეთავაზებები და საქართველოს მიმართულებით განხორციელებული ფრენები განსაზღვრავს“, -გვითხრა გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორმა ანა ტლაშაძემ.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი