

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადის, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.
GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციური მეთოდით სწავლება 15 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
„კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, შიდა გავრცელების პრევენციისთვის, მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 15 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით გააგრძელებს სასწავლო პროცესს ქალაქ გორის N3 საჯარო სკოლა“, - მითითებულია ნანა ტერმაკოზაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი