თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დღეიდან დღეიდან შეზღუდვები გამკაცრდა. ორკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნის“ პირობებში, ე.წ. კომენდანტის საათი 2 საათით ადრე, საღამოს 7 საათზე (9-ის ნაცვლად) დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. დიდ ქალაქებში კი „კომენდანტის საათი“ შაბათ-კვირასაც მოქმედებს.
კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ მიწოდებისა და გატანის სერვისებით მუშაობის უფლება მიეცათ, დახურულია სარიტუალო დარბაზები, სპორტული ცენტრები და გასართობი სივრცეები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსის 59 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღიური მაჩვენებლის რეკორდულად მატების პარალელურად, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 273 ადამიანი ემსხვერპლა.