ხვალიდან, სამი დღის განმავლობაში, გორში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
ხვალ, 14 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ნახევრადღრუბლიანი უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +14 გრადუსს მიაღწევს. დღეს, ღამის საათებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, დილის 10 საათიდან კი გამოიამინდებს.
მეტეოროლოგების ცნობით, დარია მოსალოდნელი 15-16 აპრილსაც, რაც შეეხება ტემპერატურას, ჰაერი 15-18 გრადუსამდე გათბება.
17 აპრილიდან 5 დღის განმავლობაში კი, გორის მუნიციპალიტეტში კვალვ არასტაბილური, ნახევრადღრუბლიანი ამინდი და პერიოდულად მცირე ნალექია მოსალოდნელი.