კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების გამო, 2 აპრილიდან პოლიციის სამი საგუშაგო მოქმედებს, ბოლო ორი დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება. კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მხოლოდ შვიდი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მოიხსნება თუ არა კასპის მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი პოლიციის საგუშაგოები, სავარაუდოდ, დღევანდელი შედეგების საფუძველზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს