

10,11 და 17 აპრილს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს მორიგ საპრემიერო ჩვენებაზე ეპატიჟება. თანამედროვე რეჟისორი მამუკა ტყემალაძე, სასცენო ხელოვნების მოყვარულებს ლაშა იმედაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „იესოს საქმე“ წარუდგენს. სპექტაკლი, რომელზე მუშაობაც ჯერ კიდევ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაწყებამდე მიმდინარეობდა, მაყურებლისთვის, თეატრის მესამე, ექსპერიმენტულ სივრცეში წარსადგენად მზადაა. წარმოდგენა ერთმოქმედებიანია და 1 სთ და 10 წთ. გრძელდება.
რაც შეეხება უშუალოდ სცენარის შინაარსს, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ხასიათის სპექტაკლი, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული და ქრისტეს ჯვარცმის საქმის იურიდიულ განხილვას მოიცავს.
GMnews-ის ინფორმაციით, „იესოს საქმე“ არ იქნება ბოლო საპრემიერო ჩვენება რომელსაც ერისთავის თეატრი, მაყურებელს აპრილში შესთავაზებს.
თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება, პირველი მატარებელი 26 მაისს შემოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი