დევნილთადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ თორმეტ ოჯახს შეუსყიდის სახლს.
აღნიშნულ კატეგორიაში შემავალ ოჯახებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის შერჩევისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევათ. სააგენტო ეკომიგრანტ ოჯახებს სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს 25 000 ლარის ფარგლებში შეუძენს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 2021 წელს, სააგენტო, უსაფრთხო გარემოში 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს განასახლებს.