თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
22 და 26 წლის მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კლინიკას დღეს დატოვებენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ