რამდენიმე წუთის წინ, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმის, ვიტალი სავანელის ინფორმაციით, ხუთ წლამდე ასაკის სამი ბავშვის და ასევე, ორი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ