სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა გარდაცვლილ დათა ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხარეს დღეს დაკრძალავენ.
გამყოფ ხაზთან გუშინ დათა ვანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ოჯახის ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები დილიდან მიდიოდნენ მავთულხლართებთან და სამძიმარს უცხადებდნენ გარდაცვლილის მოხუც მეუღლეს.
შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის მიმდინარეობისას, დავით ვანიშვილის საცხოვრებელი სახლი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ვანიშვილმა უარი თქვა სახლის დატოვებაზე და მოხუც მეუღლესთან და შვილიშვილთნ ერთად, 12 წლის განმავლობაში გამყოფი ხაზის მიღმა ცხოვრობდა.
88 წლის დავით ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს