შიდა ქართლში იუსტიციის სახლის მესამე ფილიალი შენდება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, მშენებლობა 2022 წლის აპრილში დასრულდება და ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სერვისების მიღებას ერთი ფანჯრის პრინციპით, თანამედროვე გარემოშე შეძლებს.
ამასთან, ხაშურის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და წყვილებს შესაძლებელი ექნებათ, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმონ.
აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონში - გორსა და ქარელში - უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები, კასპში კი, რამდენიმე თვეში საზოგადოებრივი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება