

გორში, ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
,,გორმედში" ჩატარებული რამდენიმესაათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, შემთხვევა 16 მარტს, გორის გასასვლელში, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 17 საათზე მოხდა.
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს