

რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა გორში. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი პირი, 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც ცეცხლნასროლი დაზიანებებით კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შემთხვევა გორის შესასვლელში, სუხიშვილის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციამ სპეციალური ლენტით შემოსაზღვრა, ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრებიც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს