11 და 12 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღრუბლიანი ამინდი და ნალექია მოსალოდნელი.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება წვიმა, ჰაერის ტემპერატურა კი +6 გრადუსს მიაღწევს. ღამის საათებში კი წვიმას თოვლჭყაპი ჩაანაცვლებს და უამინდობა ხვალ მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 12 მარტს, დღის საათებში ჰაერი მხოლოდ +1 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია ქარისც 12-13 მ/წ.