

გორში, ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი დაჭრა. 56 წლის დაშავებულ მამაკაცს ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა კისრის არეში აღენიშნება. დაშავებულს კლინიკა „გორმედში" გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„გორმედის" მორიგე ქირურგის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.
გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს