,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გორში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს.
აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს: 1994 წელს დაბადებული გ.კ. 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა.
შემთხვევა 2 მარტს, საღამოს საათებში მოხდა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ