

გორში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პირველი საჯარო სკოლის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი დაშავდა.
მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს შეეჯახა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. მამაკაცს დაზიანებები აღენიშნება თავისა და ქვედა კიდურების არეში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გაომოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს