

დევნილებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR) შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე, 15-მა მეწარმემ, ჯამში, 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ზემოხსენებული პროექტის მთავარი მიზანი, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეწარმეებმა თავიანთ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.
კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის