გორში, ვერხვების დასახლების ტერიტოიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაშავდა. დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
„გორმედის“ ექიმის, კახა ფაცინაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს დაჟეჟილობები და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ექიმის თქმით, ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე, ბავშვი სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ