შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე, დღეიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მუშაობა განაახლა როგორც ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა, ასევე, დედაქალაქში - მეტროპოლიტენმა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.
ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება უქმეებზე, შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.
ტრანსპორტში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება.
შეგახსენებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი შეზღუდვების ფარგლებში შეჩერდა.