

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულმკერდისა და მუცლის ტრავმით შეიყვანეს, გამოკვლევები უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, შინდისის გმირების ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა - ,,ბე-ემ-ვე" და ,,ჟიგული" შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომანქანის, ,,ჟიგულის" დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებიდან მძღოლის გადმოყვანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე დაღვრილი საწვავის გამო, არსებობდა აალების საფრთხე, რის გამოც მაშველებს სპეციალური ხელსაწყოების გარეშე, ხელით მუშაობა მოუხდათ.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს