გასული წლის 11 ივლისს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ზაზა გახელაცის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გაიმართება.
სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 33 წლის ზაზა გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს