საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლიდან იწყება. საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo შემოდის. დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე, ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას ხელი 2018 წელს მოეწერა.