

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში100 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის პერიოდში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2 149 460-ს მიაღწია, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, მთლიანობაში, მსოფლიოში, გამოჯანმრთელდა კოვიდ 19-ით დაინფიცირებული 72 მილიონი ადამიანი.
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს იკავებს ინდოეთი, მესამე ადგილზეა ბრაზილია, მეოთხეზე - რუსეთის ფედერაცია, ინფიცირებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო.
რაც შეეხება საქართველოს, ინფიცირებულთა რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა ინფიცირების 253 818 შემთხვევით.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი