

ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე ახლახანს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს ერთმანეთს სამი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
როგორც GMnews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს