CNN-მა აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 50 საუკეთესო პურის სახეობებს შორის დაასახელა.
"იმერული ყველითა ან სულგუნით მომზადებული აჭარული ხაჭაპური, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული საჭმელია. 2019 წელს, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ხაჭაპურის ტრადიციას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა“, - წერს CNN-ი.