

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.
„შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს