

შიდა ქართლის რეგიონიდან გაგზავნილი 384 ნიმუშიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 177 ფაქტი დადასტურდა.
მთლიანობაში, რეგიონში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 1407 შემთხვევა. მათგან 600-მდე პაციენტი მკურნალობას სახლის პირობებში გადის.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებს.
შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 51 993-მდე გაიზარდა.
2 775 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა, აჭარაში - 503, იმერეთში - 526, ქვემო ქართლში - 207, შიდა ქართლში- 177, გურიაში - 89, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 423 გახდა.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს